Tuesday, May 12, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

დღის განრიგი:
  1. გამეორება.
  2. პროექტების პრეზენტაცია.
  3. მუშაობა ბლოგზე,   ვიდეოს და ალბომის ჩასმა.
  4. ტრენინგის შეფასება

  გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავიხსენეთ List Link გაჯეტის ჩასმა.
გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს და გავუზიარეთ ერთმანეთს  გამოცდილება.
ვიმუშავეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა YouTube-იდან და Picassa ვებ ალბომის შექმნა და ჩასმა.
   ბოოლოს შევაფასეთ ტრენინგი.

 ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემია კარიერული წინსვლისთვის. დაწვრილებით და საფუძვლიანად გავიგეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ და დავწეროთ კარგი პროექტი, როგორ უნდა განვათავსოთ ჩვენს ბლოგზე ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ბლოგის შექმნაში და მათი ნამუშევრები როგორ განვათავსოთ მოსწავლის ბლოგზე.

ძალიან დიდი მადლობა ამ ტრენინგისთვის და დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს. რომ არის ძალიან კარგი ტრენერი.

წარმატებები ყველას!


Sunday, May 10, 2015

ტრენინგის მერვე დღე

დღის განრიგი:
  1. გამეორება
  2. ფასილიტაციის რესურსების შექმნა
  3. პორტფოლიოს  გადახედვა
  4. პორტფოლიოს საქაღალდის ატვირთვა
  5. ბლოგზე  Link List სიის გაჯეტის დამატება.

გავიმეორეტ წინა დღის მასალა.
შევქმენით ჩვენი პროექტის ფასილიტაცია პრეზენტაციის სახით და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.
სანამ დრაივზე ავტვირთავდით გადავხედეთ ჩვენს პორტპოლიოს შევიტანეთ ცვლილებები და გავამზადეთ ასატვირთდ.
ბლოგზე შევქმენით  Link List სიის  გაჯეტი, შემდეგ შევედით მეილზე და დრაივით ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი საქაღალდე.
ბოლოს დავწერეთ რეფლექსია.

Saturday, May 9, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე


    დღევანდელი ტრენინგი, როგორც ტრენინგის ყველა დღე გავიმეორეთ განვლილი მასალა.
  შემდეგ ვისწავლეთ კვლევა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით.
ბლოგძე ვისწავლეთ და შევქმენით ახალი HTML ენის გაჯეტი.ამ გაჯეტით შეგვიძლია ჩვენ ბლოგზე ჩავსვათ სათის  ან სლაიდის  გაჯეტი
 შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და დავწერეთ სასწავლო პროცედურები.
 ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი ტრენინგია. აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

Sunday, May 3, 2015

ტრენინგის მეექვსი დღე

ტრენინგის დღე გამეორებით დაიწყო. გავიმეორეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე.
 ტრენერი გვესაუბრა იმაზე, რომ ყველა პროექტი უნდა დასრულდეს პრეზენტაციით.
პრეზენტაცია შეიძლება იყოს როგორც დიდი მაშტაბის, ასევე მხოლოდ კლასის ფარგლეში.
ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშზე,როგორ უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა პრეზენტაცია და რა პროცედურები უნდა გაიარონ მის შესაქმნელად.შევადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.
გადავხედეთ პროექტის გეგმებს და  გავეცანით შეფასების რუბრიკებს.
ბოლოს დავწერეთ რეფლექსია

Saturday, May 2, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღის განრიგი:
  1. გამეორება
  2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.
  3. კომენტარები ბლოგზე
  4. მუშაობა ბლოგში  - მოსწავლის ნიმუში
  5. ბლოგის გაჯეტები -  სურათის, გამოკითხვის და გვერის გაჯეტები.


    როგორც ტრენინგის ყველა დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა.
  შემდეგ ვისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურა როგორ უნდა მივუთითოთ. ჩამოვტვირთეთ  გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში ,,საავტორო უფლებებში".
   ბლოგზე შევაფასეთ და კომენტარები დავუწერეთ  ერთმანეთს.
   შევქმენით მოსწავლის ახალი ბლოგი.
  ბლოგზე გავიხსენეთ ბრძანებები და ვისწავლეთ  სურათის, გამოკითხვის და გვერდების გაჯეტების დამატება და წაშლა.
 ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი ტრენინგია. აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
  

Sunday, April 26, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

  • ტრენინგის მე-4 დღე დავიწყეთ  წინა დღის მასალის გამეორებით.
  • გავეცანით  გეგმაში შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და  დღოში გაწერილი შეფასების გეგმას.
  • შემდეგ  დავწერეთ პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, შეფასების დროის ჩარჩო და საბაზისო უნარ-ჩვევები.
  • შემდეგ შევქმენით პროექტის პრეზენტაცია. სლაიდები შევავსეთ პროექტის გეგმის მიხედვით Copy - Paste გამოყენებით.
  • დავზიპეთ (7-zip) ჩვენი საქაღელდე და გავუგზავნეთ საკუთარ თავს ფოსტაზე.
  • ბლოგზე გავიხსენეთ სურათის ჩასმა, ზომის შეცვლა და წაშლა.
  • ბლოგზე ვისწავლეთ ბლოგის მენიუს გამოტანა და ფონების შეცვლა.
  • დავწერეთ მე-4 დღის რეფლექსია.

Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მესამე დღე


ტრენინგის მე-3 დღე 
  • დავიწყეთ  განვლილი მასალის გამეორებით. 
  • ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე, ვისწავლეთ სტანდარტის დადგენა და მიზნების განსაზღვრა, რაც ძალიან დაგვეხმარება კარგი პროექტების შექმნასა და დაწერაში. 
  • გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს, რაც დაგვეხმარება მოსწავლეებისთვის სიღრმისეულ აზროვნებაში და სასწავლო პროცესში მათი ჩრთულობის ხარისხის გაზრდაში.
  • ვისწავლეთ აგრეთვე ბლოგზე სურათის ჩასმა.
  •  დავწერეთ მე-3 დღის რეფლექსია.






Sunday, April 19, 2015

ტრენინგის მეორე დღე

 დღეს მიმოვიხილეთ ერთმანეთს პროექტები და გავიმეორეთ წინა დღის მასალა.
გავიხსენეთ და ვისწავლეთ WORD-ის ახალი ინსტრუმენტები რომელიც დაგვეხმარა ბუკლეტის  დამზადებაში.
დავამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პროექტის მიზანი გავაცნოთ დაინტერესებულ პირებს.
ჩვენს მიერ შექმნილი ისაქაღალდე და მასში მოთვსებული ინფორმაზია დავზიპეთ და გადავაგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე.

Saturday, April 18, 2015

პირველი დღე

პირველ დღეს ტრენინგის მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს. გავეცანით ასევე ტრენინგის დასახელებას და მიზნობრიობას-ინტელის სასწავლო კურსს,,თუ რატომ და რისთვის დაგვჭირდება ტექნოლოგიები, დავეუფლოთ 21-ე საკუნის უნარ-ჩვევებს, რათა გავამდიდროთ სასკოლო პროექტები სასწავლო პროცესში.
 შევქმენით პორთფოლიოს 7  საქაღალდეები, განვიხილეთ პროექტი, გავეცანით პროექტის შექმნის რესურსებს და  გზამკვლევს, შევინახეთ საჭირო ინფორმაცია პორთფოლიოს საქაღალდეეებში.
 მოვისმინეთ და ვნახეთ უცხოელი კოლეგების მიერ შექმნილი პროექტები
 გავიხსენეთ ბლოგი და შევაჯამეთ ჩვენი ტრენინგის პირველი დღე.
ყოველი დღის რეფლექსიას ჩავწერთ ბლოგზე