დღევანდელი დღის განრიგი:
- გამეორება
- საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.
- კომენტარები ბლოგზე
- მუშაობა ბლოგში - მოსწავლის ნიმუში
- ბლოგის გაჯეტები - სურათის, გამოკითხვის და გვერის გაჯეტები.
როგორც ტრენინგის ყველა დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა.
შემდეგ ვისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურა როგორ უნდა მივუთითოთ. ჩამოვტვირთეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში ,,საავტორო უფლებებში".
ბლოგზე შევაფასეთ და კომენტარები დავუწერეთ ერთმანეთს.
შევქმენით მოსწავლის ახალი ბლოგი.
ბლოგზე გავიხსენეთ ბრძანებები და ვისწავლეთ სურათის, გამოკითხვის და გვერდების გაჯეტების დამატება და წაშლა.
ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი ტრენინგია. აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
No comments:
Post a Comment