დღის განრიგი:
- გამეორება.
- პროექტების პრეზენტაცია.
- მუშაობა ბლოგზე, ვიდეოს და ალბომის ჩასმა.
- ტრენინგის შეფასება
გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავიხსენეთ List Link გაჯეტის ჩასმა.
გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს და გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება.
ვიმუშავეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა YouTube-იდან და Picassa ვებ ალბომის შექმნა და ჩასმა.
ბოოლოს შევაფასეთ ტრენინგი.
ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემია კარიერული წინსვლისთვის. დაწვრილებით და საფუძვლიანად გავიგეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ და დავწეროთ კარგი პროექტი, როგორ უნდა განვათავსოთ ჩვენს ბლოგზე ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ბლოგის შექმნაში და მათი ნამუშევრები როგორ განვათავსოთ მოსწავლის ბლოგზე.
ძალიან დიდი მადლობა ამ ტრენინგისთვის და დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს. რომ არის ძალიან კარგი ტრენერი.
წარმატებები ყველას!
No comments:
Post a Comment