Tuesday, May 12, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

დღის განრიგი:
  1. გამეორება.
  2. პროექტების პრეზენტაცია.
  3. მუშაობა ბლოგზე,   ვიდეოს და ალბომის ჩასმა.
  4. ტრენინგის შეფასება

  გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავიხსენეთ List Link გაჯეტის ჩასმა.
გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს და გავუზიარეთ ერთმანეთს  გამოცდილება.
ვიმუშავეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა YouTube-იდან და Picassa ვებ ალბომის შექმნა და ჩასმა.
   ბოოლოს შევაფასეთ ტრენინგი.

 ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემია კარიერული წინსვლისთვის. დაწვრილებით და საფუძვლიანად გავიგეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ და დავწეროთ კარგი პროექტი, როგორ უნდა განვათავსოთ ჩვენს ბლოგზე ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ბლოგის შექმნაში და მათი ნამუშევრები როგორ განვათავსოთ მოსწავლის ბლოგზე.

ძალიან დიდი მადლობა ამ ტრენინგისთვის და დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს. რომ არის ძალიან კარგი ტრენერი.

წარმატებები ყველას!


Sunday, May 10, 2015

ტრენინგის მერვე დღე

დღის განრიგი:
  1. გამეორება
  2. ფასილიტაციის რესურსების შექმნა
  3. პორტფოლიოს  გადახედვა
  4. პორტფოლიოს საქაღალდის ატვირთვა
  5. ბლოგზე  Link List სიის გაჯეტის დამატება.

გავიმეორეტ წინა დღის მასალა.
შევქმენით ჩვენი პროექტის ფასილიტაცია პრეზენტაციის სახით და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.
სანამ დრაივზე ავტვირთავდით გადავხედეთ ჩვენს პორტპოლიოს შევიტანეთ ცვლილებები და გავამზადეთ ასატვირთდ.
ბლოგზე შევქმენით  Link List სიის  გაჯეტი, შემდეგ შევედით მეილზე და დრაივით ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი საქაღალდე.
ბოლოს დავწერეთ რეფლექსია.

Saturday, May 9, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე


    დღევანდელი ტრენინგი, როგორც ტრენინგის ყველა დღე გავიმეორეთ განვლილი მასალა.
  შემდეგ ვისწავლეთ კვლევა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით.
ბლოგძე ვისწავლეთ და შევქმენით ახალი HTML ენის გაჯეტი.ამ გაჯეტით შეგვიძლია ჩვენ ბლოგზე ჩავსვათ სათის  ან სლაიდის  გაჯეტი
 შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და დავწერეთ სასწავლო პროცედურები.
 ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი ტრენინგია. აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

Sunday, May 3, 2015

ტრენინგის მეექვსი დღე

ტრენინგის დღე გამეორებით დაიწყო. გავიმეორეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე.
 ტრენერი გვესაუბრა იმაზე, რომ ყველა პროექტი უნდა დასრულდეს პრეზენტაციით.
პრეზენტაცია შეიძლება იყოს როგორც დიდი მაშტაბის, ასევე მხოლოდ კლასის ფარგლეში.
ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშზე,როგორ უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა პრეზენტაცია და რა პროცედურები უნდა გაიარონ მის შესაქმნელად.შევადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.
გადავხედეთ პროექტის გეგმებს და  გავეცანით შეფასების რუბრიკებს.
ბოლოს დავწერეთ რეფლექსია

Saturday, May 2, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღის განრიგი:
  1. გამეორება
  2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.
  3. კომენტარები ბლოგზე
  4. მუშაობა ბლოგში  - მოსწავლის ნიმუში
  5. ბლოგის გაჯეტები -  სურათის, გამოკითხვის და გვერის გაჯეტები.


    როგორც ტრენინგის ყველა დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა.
  შემდეგ ვისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურა როგორ უნდა მივუთითოთ. ჩამოვტვირთეთ  გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში ,,საავტორო უფლებებში".
   ბლოგზე შევაფასეთ და კომენტარები დავუწერეთ  ერთმანეთს.
   შევქმენით მოსწავლის ახალი ბლოგი.
  ბლოგზე გავიხსენეთ ბრძანებები და ვისწავლეთ  სურათის, გამოკითხვის და გვერდების გაჯეტების დამატება და წაშლა.
 ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი ტრენინგია. აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.